თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება
კანონმდებლობა პროექტები პუბლიკაციები
სიახლეები

მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება: ტრენინგი - მუნიციპალიტეტების მიერ წვევამდელთა გამოძახების პრინციპები

28-11-2016

მიმდინარე წლის  26 ნოემბერს, თბილისშისსიპ - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „მუნიციპალიტეტების მიერ წვევამდელთა გამოძახების პრინციპების, საქმიანობის, დოკუმენტირებისა და გეგმის შესრულების მონიტორინგი“.

 

ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: სამხედრო სამსახურის სახეები; მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა;        სამხედრო სავალდებულო  სამსახურში გაწვევის ორგანიზება და გაწვევა; ცენტრალური გამწვევი კომისია, ფუნქცია და მოვალეობა; სამხედრო სამსახური, ვადები და სამსახურიდან დათხოვნა.

 

 

ტრენინგი ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)პროექტთან „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობით. პროექტი ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.




უკან
ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი