თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება
კანონმდებლობა პროექტები პუბლიკაციები
სიახლეები

მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება: ტრენინგი - სივრცით-ტერიტორიული მოწყობა

29-11-2016

მიმდინარე წლის  25 ნოემბერს, თბილისში,  სსიპ - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციების მოხელეთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „სივრცით-ტერიტორიული მოწყობა.

 

ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: დაგეგმვის დონეები; დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტები;  სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ძირითადი პრინციპები;  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავება და დამტკიცება; განაშენიანების რეგულირების წესები და მათი მნიშვნელობა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანებისთვის.

 

 

 ტრენინგი ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტთან „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობით. პროექტი ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.




უკან
ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი