თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება
კანონმდებლობა პროექტები პუბლიკაციები
სიახლეები

მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება: ტრენინგი - საპროექტო წინადადებების შემუშავება ახალი მეთოდოლოგიისა და პროცედურების შესაბამისად

06-12-2016

მიმდინარე წელს , თბილისში,  სსიპ - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციების მოხელეთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „საპროექტო წინადადებების შემუშავება ახალი მეთოდოლოგიისა და პროცედურების შესაბამისად“.

 

ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: რეგიონული განვითარების სტრატეგიები, სამოქმედო გეგმების როლი და მნიშვნელობა; საპროექტო განაცხადების შემუშავების პრინციპები; მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების შეფასება, ძლიერი და სუსტი მხარეები; საპროექტო განაცხადებში მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა; სამოქმედო გეგმის შემუშავება; მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა; საპროექტო წინადადებების ბიუჯეტირება.

 

 

ტრენინგი ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტთან „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობით. პროექტი ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.




უკან
ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი