თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება
კანონმდებლობა პროექტები პუბლიკაციები
სიახლეები

სასწავლო ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში

16-12-2016

მიმდინარე წლის 4-9 დეკემბერს, პროექტისთვითმმართველობის რეფორმის პროცესის მხარდაჭერა საქართველოშიფარგლებში, ჩატარდა სასწავლო ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცენტრისა და სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა.

ვიზიტის ფარგლებში მოეწყო შეხვედრები ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტში, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგების ჩატარება, დაკავებულ თანამდებობასთან მათის შესაბამისობის დადგენისთვის გამოცდების ორგანიზება და სხვა.

ვიზიტის მონაწილეები გაეცნენ ჩეხეთის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების სწავლებისა და სერტიფიცირების საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეგულირების მექანიზმებს, სასწავლო პროგრამების ხარისხის შეფასების პროცედურებს, სამსახურებრივი ეთიკისა და ანტიკორუფციულ საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინსტიტუტის გამოცდილების გაცნობას თვითმმართველობის მოხელეების სწავლებისა და სერტიფიცირების სფეროში.

 

ვიზიტი განხორციელდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით.




უკან
ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი