თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება
კანონმდებლობა პროექტები პუბლიკაციები
სიახლეები

ვიზიტი იტალიაში - მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით.

21-12-2016

ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო სოციოლოგიის გორიციის ინსტიტუტის ორგანიზებით (იტალია), ფრიული ვენეცია გრიულიის ავტონომიური რეგიონის საბჭოს პატრონაჟით, 2016 წლის 12-16 დეკემბერს, იტალიაში, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე „მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება“.

 

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დელეგაციებმა (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, უკრაინა, მოლდოვა). დელეგაციების წარმომადგენლები გაეცნენ ევროპის საბჭოს მიერ მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის სფეროში შემუშავებულ რეკომენდაციებსა და რეგულაციებს, ასევე, იტალიის გამოცდილებას მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის სფეროში. სამუშაო შეხვედრის პირველ დღეს დელეგაციებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მათ ქვეყნებში არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს, პრაქტიკის და მუნიციპალიტეტებს შორის თამაშრომლობის ფორმების განვითარების სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

 

სამუშაო შეხვედრის მეორე დღე დაეთმო მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის ფორმებისა და საერთაშორისო გამოცდილების სიღრმისეულ განხილვას, აგრეთვე პრაქტიკულ სავარჯიშოს, სამუშაო ჯგუფების ფორმატში.




უკან
ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი